ტალანტები და თაყვანისმცემლები (ოსტროვსკი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ტალანტები და თაყვანისმცემლები“ – რუსი დრამატურგის ალექსანდრე ოსტროვსკის 4-მოქმედებიანი კომედია. პიესა პირველად მცირე თეატრის სცენაზე 1881 წელს დაიდგა, მსახიობ ნიკოლაი მუზილის საბენეფისოდ.

პიესის მთავარი გმირი ლამაზი, მაგრამ ღარიბი მსახიობი ნეგინაა. მისი საქმრო მელუზოვი ასწავლის მას პატიოსან ცხოვრებას და მეცნიერებას. თავადი დუბილოვი ცდილობს ახალგაზრდა ქალის გამოყენებას და სთავაზობს მეურვეობას. ნეგინა მტკიცე უარს ეუბნება თავადს შემოთავაზებაზე, რაზეც დუბილოვი აღშფოთებულია და შურისძიებას ცდილობს. ის მსახიობს არაერთ ინტრიგას მოუწყობს და ცდილობს მისი სპექტაკლის ჩაშლას, მაგრამ ნეგინა მეგობრების - ელიკაციოვისა და ვასიას დახმარებით პრობლემას თავს გაართმევს, სპექტაკლი შედგება და დიდ შემოსავალსაც მოიტანს. ბილეთების უმრავლესობა დუბილოვმა შეიძინა, რადგან მსახიობმა საზოგადოებაში პატივისცემა არ დაკარგოს. წარმატებული ბენეფისის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით, მსახიობთან საგრიმიოროში შედიან ნარაკოვი, მელუზოვი და ველიკატოვი, რომლებიც მას სიყვარულში უტყდებიან. საბოლოოდ, ნეგინა შორდება მელუზოვს და ველიკატოვთან ერთად მიემგზავრება ქალაქიდან იმის იმედით, რომ შემოქმედებაში დიდებას მიაღწევს.

„ტალანტები და თაყვანისმცემლები“ 1881 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაიდგა (1885, 1895, 1900, 1902, 1912) მოსკოვისმცირე თეატრში. რუსეთში პიესა დადგმულია 60-მდე თეატრში და გადაღებულია რამდენიმე ეკრანიზაცია.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები