ტამარა ვასილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვასილ ტამარა – რუსეთის დროებითი წარმომადგენელი ერეკლე II-ინ სახელმწიფო კარზე. პოლკოვნიკი 1782 გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების დროს, მას შემდეგ, როცა 1784 წლის 24 იანვარს ერეკლემ თავისი სარატიფიკაციო სიგელს მოაწერა ხელი, მას გადასცა იგი რუსეთის წარმომადგენელ ვასილ ტამარას. საქართველოში ვასილ ტამარა რუსული საჩუქრებით დატვირთული ჩამოვიდა. ერეკლეს მიერ ტრაქტატის ხელმოწერის მეორე დღეს, ტამარამ მეფეს და მის სამეფო კარს გადასცა რუსეთის იმპერატორის მიერ გამოგზავნილი სამეფო რეგალიები და საჩუქრები. იქვე მიიღო ერეკლემ სამფარველო სიგელი.