ტამბოვკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტამბოვკა, შაორი – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის პირას, ზღვის დონიდან 2075-2085 მ სიმაღლეზე, ნინოწმინდიდან 47 კმ-ზე, საკრებულოს ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 118, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).

სახელი „ტამბოვი” დაერქვა მას შემდეგ, რაც აქ დასახლდნენ რუსეთის იმპერიის ტამბოვის გუბერნიიდან ჩამოსული დუხობორები. 1924 წელს კი აქ დასახლდნენ ხულგუმოდან ჩამოსული სომხები. შედეგად რუსი მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა. მათ ძველი სოფლის სახელი გადმოიტანეს და სოფელს ახალი ხულგუმო უწოდეს. XIX საუკუნეში რუსი სექტანტების აქ დასახლების შემდეგ წარმოიქმნა რუსეთის გუბერნიების ქალაქ ტამბოვის (მდ. ვოლგის აუზი) პარალელური სახელი: „ტამბოვკა". სოფლის ქართული სახელია „შაორი”.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები