ტარლე ევგენი
ტარლე ევგენი ვიქტორის ძე - (1875-1955), გამოჩენილი ისტორიკოსი საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის თვალსაჩინო მკვლევარი. სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1927).
1903-დან– პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი,
1913-17 – იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის პროფესორი.
1917-დან – პეტერბურგის, შემდეგში ლენინგრადის და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორი. ლექციებს კითხულობდა სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში და
უმაღლეს დიპლომატიურ სკოლაში (1977-დან დიპლომატიური აკადემია).
ტ-ს სამეცნიერო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა შეხედულებებმა რთული ტრანსფორმაცია განიცადა. მისი ძირითადი შრომები: „ევროპა იმპერიალიზმის ეპოქაში“, „ნაპოლეონი“, „ნაპოლეონის თავდასხმა რუსეთზე 18I2 წელს“, „ტალეირანი“, „ყირიმის ომი“ დაწერილია მარქსისტულ-ლენინური პოზიციებიდან, რომელსაც იგი 30-იანი წლებიდან დაადგა. იგი მონაწილეობდა მრავალტომიანი გამოცემის „დიპლომატიის ისტორიის“ შექმნაში, მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა „ჩრდილოეთის ომი და შვედეთის თავდასხმა რუსეთზე“ და „ნარკვევები დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა კოლონიური ისტორიიდან“ (XV ს. მიწურულიდან XIX ს-ის დასაწყისამდე).
ტარლე იყო ბრნოს, პრაღის, ოსლოს, ალჟირის, სორბონის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. ბრიტანეთის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიის და პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფილადელფიის (აშშ) აკადემიის ნამდვილი წევრი. სამგზის (1943, 1946, 1972) სტალინური (შემდეგში სახელმწიფო) პრემიის ლაურეატი.