ტატიშჩევის ელჩობა კახეთსა და ქართლში 1604-05

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტატიშჩევის ელჩობა კახეთსა და ქართლში 1604-05 – ელჩობაში მონაწილეობდა დიაკი ანდრეი ივანოვი. ტატიშჩევი და ივანოვი კახეთში გაგზავნილ იქნეს 1603 ალექსანდრე II კახთა მეფის მიერ რუსეთში წარგზავნილი ელჩობის საპასუხოდ. რუს ელჩებს ალექსანდრე მეფისათვის უნდა ეცნობებინათ ბორის გოდუნოვის გადაწყვეტილება საშამხლოს წინააღმდეგ ლაშქრობის დაწყების შესახებ. თავის მხრივ, შამხალის წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო კახეთის მეფეც. გარდა ამისა, ელჩებს უნდა შეერჩიათ საცოლე ბორის გოდუნოვის ვაჟისათვის და საქმრო ქალიშვილისათვის.

12 აგვისტოს ელჩები კახეთში ჩავიდნენ. 19 აგვისტოს მათ, მოლაპარაკება დაიწყეს ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილთან, რადგან ალექსანდრე მეფე შაჰ-აბას I-თან იმყოფებოდა. გიორგი ბატონიშვილი არ ჩქარობდა რუსეთის ხელმწიფის ერთგულების ფიცის მიღებას – საკმაოდ რთული იყო ირან-ოსმალეთის ომის შედეგის განჭვრეტა. რუსი ელჩების დაჟინებული მოთხოვნით 1605 წლის 1 იანვარს გიორგი ბატონიშვილმა მიიღო ხელმწიფის ერთგულების ფიცი. 1005 წლის დასაწყისში შაჰ-აბას I-მა ალექსანდრე მეფე სამშობლოში გამოისტუმრა. 12 მარტს დაგეგმილი იყო მეფის შეხვედრა ელჩებთან, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა. 12 მარტს რენეგატმა კონსტანტინე მირზამ შაჰის დავალებით ყიზილბაშებს მოაკვლევინა მამა ალექსანდრე და ბატონიშვილი გიორგი და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. რუსი ელჩები შეხვდნენ კონსტანტინეს. დარწმუნდნენ რომ მოსკოვის პოლიტიკამ კახეთში მარცხი განიცადა და ქართლში გადავიდნენ. მათ მოლაპარაკება გამართეს ქართლის მეფე გიორგისთან. ელჩებმა ვერც აქ მიაღწიეს წარმატებას. კახეთის მაგალითი აიძულებდა გიორგის ქართლის მეფეს მოსკოვის მიმართ, ფრთხილი პოლიტიკა გაეტარებინა. 1605 წლის 11 მაისს რუსი ელჩები ქართლიდან გაბრუნდნენ და ნოემბერში მოსკოვს ჩავიდნენ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები