ტაფტი უილიამ ჰოვარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ ჰოვარდ ტაფტი

უილიამ ჰოვარდ ტაფტი – (ინგლ. William Howard Taft; 15 სექტემბერი 1857 — 8 მარტი 1930), აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე, აშშ-ის 27-ე პრეზიდენტი. ადვოკატი.

1901-04 იყო ფილიპინების გუბერნატორი, ხოლო 1904-08 – აშშ-ის სამხედრო მინისტრი. 1909-13 იყო აშშ-ის პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან. 1913-21 – იელის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, ხოლო 1921 წლის ოქტომბრიდან – აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. წინააღმდეგი იყო აშშ-სა და სსრკ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა.





წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები