ტაქტიკური მომზადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტაქტიკური მომზადება - ქვედანაყოფების, ნაწილების (ხომალდების), შენაერთების, მართვის ორგანოების პირადი შემადგენლობის სწავლება საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და ჩატარებისთვის, სამხედრო მომზადების უმნიშვნელოვანესი საგანი.
მოიცავს:
- ბრძოლის თეორიის, ორგანიზაციის, შეიარაღების, საკუთარი ჯარების (ძალების) და სავარაუდო მოწინააღმდეგის ბრძოლის ხერხების და საბრძოლო შესაძლებლობის შესწავლას;
- მეთაურების და მართვის ორგანოების ცოდნისა და ჩვევების პრაქტიკულ სრულყოფას ჯარების (ძალების) მართვის და საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფაში;
- საბრძოლო მზადყოფნის საკითხების დამუშავებას და საბრძოლო დანიშნულების შესაბამისად ამოცანების გადაჭრას;
- საბრძოლო ვითარებაში პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური და ჯგუფური იარაღის, სამხედრო ტექნიკის კარგად გამოყენების შესწავლას;
- ჯარების სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფების, ნაწილების შერწყმას ბრძოლის სხვადასხვა
- სახეობაში შეთანხმებული და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის.