ტაქტიკური პირობითი ნიშნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაქტიკური პირობითი ნიშნები - გამოიყენება რუკებსა და სხვა გრაფიკულ დოკუმენტებზე ჯარების (ძალების), ობიექტებისა და ვითარების სხვა ელემენტების მდებარეობისა და მოქმედების ხასიათის აღსანიშნავად.

ზოგიერთ ქვეყნაში წითლად იფერება საკუთარი ქვეითი სატანკო, საჰაერო-სადესანტო, საავიაციო და სამხედრო-საზღვაო შენაერთების (ნაწილების, ქვედანაყოფების, ხომალდების) მდებარეობა, ამოცანები და მოქმედებები. მათი მართვის პუნქტები და ლოგისტიკის ნაწილები (ქვედანაყოფები, დაწესებულებები), გამმიჯვნავი ხაზები.

შავი ფერით - სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის, საზენიტო-სარაკეტო ჯარებისა და საზენიტო არტილერიის საინჟინრო ჯარების შენაერთების, ნაწილებისა დაქვედანაყოფების რადიაციული ქიმიური დაბიოლოგიური დაცვის ჯარების, რადიოელექტრონული ბრძოლისა და რადიოდაზვერვის, კავშირგაბმულობის რადიო-ტექნიკური რკინიგზის მილსადენის ტექნიკური უზრუნველყოფის,საინჟინრო-სააეროდრომო, ტოპოგეოდეზიური, ჰიდრომეტეოროლოგიური სამხედრო-სამშენებლო ორგანიზაციების მდებარეობა და მოქმედება, სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის დარტყმები და ცეცხლი, განმარტებითი წარწერები თავისი ჯარებისათვის.

ლურჯი ფერით – მოწინააღმდეგის ჯარების (ძალების) მდებარეობა და მოქმედება, აგრეთვე განმარტებითი წარწერები შეიარაღებულ ძალებში მიღებული პირობითი ნიშნებისა და შემოკლებების გამოყენებით, ოღონდ მოწინააღმდეგესთან მიღებული დასახელების შესაბამისად.

მწვანე ფერით – თავისი ჯარების (ძალების) დემონსტრაციული, საიმიტაციო მოქმედებები, დეზინფორმაციის ღონისძიებები, აგრეთვე ცრუ – რაიონები, ზღუდეები, ნაგებობები და ობიექტები.

სხვა ქვეყნებში: ლურჯი ფერით დაიტანება საკუთარი ყველა სახის ძალები, გამყოფი ხაზები, გადაადგილება და განლაგება, ტაქტიკური მოქმედებები. შესაბამისად: უცნობი – ყვითლით, ნეიტრალური – მწვანით, მოწინააღმდეგე, სავარაუდო მოწინააღმდეგე – წითლით.

იმ შემთხვევაში, თუ ტაქტიკური პირობითი ნიშნები დაიტანება მონოქრონულად (შავ-თეთრად), მოწინააღმდეგე აღინიშნება ორმაგი კონტურით ან განსხვავებული გეომეტრიული ფორმის მქონე ჩარჩოთი; საკუთარი ძალები – მართკუთხედით, უცნობი – ჯვრის ფორმით, ნეიტრალური – ოთხკუთხედით, მოწინააღმდეგე, სავარაუდო მოწინაარმდეგე – რომბით


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები