ტაქტილური ჰალუცინაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტაქტილური ჰალუცინაციების - დროს, რომელსაც ზოგჯერ ჰაპტურ ჰალუცინაციებს უწოდებენ, ადამიანი შეიძლება გრძნობდეს შეხებას, ჩხვლეტას ან დახრჩობას. ზოგჯერ შეიძლება ისეთი შეგრძნება ჰქონდეს, თითქოს მის კანქვეშ რაღაც მოძრაობს, რასაც პაციენტი ტანსაცმლის ქსოვილში დამალულ მწერებს, ჭიებს ან სხვა მცირე ზომის ქმნილებებს მიაწერს. ვისცერალური შეგრძნებების ჰალუცინაციების დროს შეიძლება პაციენტს ეჩვენებოდეს, რომ შინაგანი ორგანოები გაწელილი ან დაბერილი აქვს. ასევე შესაძლოა, აღენიშნებოდეს სასქესო ორგანოების სტიმულაციის ან ელექტროშოკის შეგრძნებები.
შიზოფრენიაზე მიგვანიშნებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი შინაარსი ან ინტერპრეტაცია უცნაურია. კანქვეშ მწერების ცოცვის შეგრძნება (ფორმიკაცია) აქვთ ადამიანებს, რომლებიც ბოროტად იყენებენ კოკაინს.