ტაქტის ზომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტაქტის ზომა – ზომა გვიჩვენებს რამდენი თვლაა ტაქტში. არსებობს სამგვარი ზომა; მარტივი, რთული და შერეული. მარტივი ზომებია: ორწილადი და სამწილადი. ორწილადს ეკუთვნის – 2/4 და 2/8, სამწილადს – 3/4 და 3/8. თითოეულ მათგანს აქვს თითო მახვილი. 2/ 4-ში პირველ თვლაზეა მახვილი, მეორე სუსტია. 3/4-ში პირველზეა მახვილი, მეორე და მესამე სუსტია. რთული ზომები მიიღება ერთნაირი მარტივი ზომების შერწყმით 2/4+2/4=4/4 ან 3/ 4+3/4=6/4 ან 3/8+3/8=6/8; ვინაიდან მარტივი ორი ტაქტის შეერთების დროს ორი მახვილი არსებობს (I და III-ზე), მას უწოდებენ რთულ ზომას. თუ შევაერთებთ ერთ ტაქტს ორწილად ზომას და ერთ ტაქტს სამწილად ზომას, მივიღებთ შერეულ ზომას 2/4+3/4=5/4; შესაძლებელია ნაწარმოებში შეიცვალოს ზომა, ასეთ ზომას ცვალებადი ეწოდება.