ტაშირ-ძორაგეტის სამეფო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტაშირ-ძორაგეტის სამეფო – ტაშიკ-ძორაგეტის სამეფო მოიცავდა თანამედროვე ქვემო ქართლის და სომხეთის ტერიტორიას ბამბაკის ქედს ჩრდილოეთით. ეთნიკური თვალსაზრისით ეს მხარე დასახლებული იყო ქართული და სომხური მოსახლეობით. ქართულ წყაროებში ტაშირ-ძორაგეტს სომხეთი ეწოდებოდა, ხოლო სომხურ წყაროებში ვრაც დაშტი (ქართველთა ველი).IX-XI საუკუნეთა მანძილზე აქ მიმდინარეობდა ბრძოლა გავლენისათვის სომხურ და ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის. XII საუკუნის დასაწყისში ეს ტერიტორია საბოლოოდ შევიდა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შემადგენლობაში.