ტაძრისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტაძრისი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დგვარი, საკირე), ბორჯომის ხეობაში, ციხისჯვრის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდიმარე საკირულის (მტკვრის აუზი) მარცხენა მხარეს, ზ.დ. 1220-1360 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 24 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 546. მათი უმრავლესობა (98 %) ქართველია (2002). სახელწოდება ტაძრების სიმრავლის გამო მიუღია.