ტახომეტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტახომეტრი – კინოგადაღების აპარატის საკონტროლო ხელსაწყო, რომელიც გადაღების პროცესში გვიჩვენებს კადრების სიხშირეს ერთ წამში. ტახომეტრის სკალა გრადუირებულია კადრ/წამში. კინოკამერები დანიშნულებით განსხვავდებიან; შესაბამისად განსხვავდებიან მათი ტახომეტრების სამუშაო სიხშირის დიაპაზონებიც. ტახომეტრი იდგმება პროფესიულ და მოყვარულთა კინოგადამღებ აპარატებზე, აგრეთვე ისეთ აპარატებზე, რომლებიც საკვლევ და სარეგისტრაციო გადაღებისათვის არის განკუთვნილი.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები