ტელარიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტელარიები – (იტალ. telari < tela – ტილო), დეკორაციის შეცვლისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელსაც იყენებდნენ მე-16-17 საუკუნეების ევროპულ თეატრში.

ტელარიები იქმნებოდა სწორკუთხა, სამსიბრტყიანი პრიზმისაგან, რომელსაც ჰქონდა სამი ჩარჩო მასზე გადაჭიმული მოხატული ტილოებით (სახლები, ხეები, კედლები და ა.შ.). ყოველ პრიზმას ჰქონდა მბრუნავი ღერძი, გატარებული მისი ერთ-ერთი კუთხიდან სცენის პლანშეტში. მას აქეთ-იქით ატრიალებდნენ სპეციალური ბერკეტის მეშვეობით. პირველ, მეორე და სხვა პლანების მიხედვით განლაგებული ტელარიები, ქმნიდნენ სიღრმის შთაბეჭდილებას. მოქმედების დროს შიდა მხრიდან მიმაგრებულ ჩარჩოებს ცვლიდნენ, რითაც წარმოშობდნენ ახალ მხატვრულ ეფექტს. ტელარიების მობრუნების დროს იცვლებოდა, აგრეთვე, უკანა ფერწერული დეკორაცია.

ტელარიების პროტოტიპად მიჩნეულია ანტიკური თეატრის პერიაქტები.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები