ტემპი (ქორეოგრაფია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტემპი – (იტალ. tempo < ლათ. tempus — დრო),
- საცეკვაო პას ნაწილი (ტერმინი გაჩნდა XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში). სრულდება ერთი შერწყმული მოძრაობით მუსიკალური ტაქტის ერთ ნაწილზე. „პა“ ჩვეულებრივად შედგება ორი ან სამი ტემპისაგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს ერთდროულად შესრულებულ რამდენიმე მოძრაობას, აუცილებელს ერთი საცეკვაო პოზიციიდან (პოზა) მეორეში გადასასვლელად.
- „ფიგურა“ (ან ფიგურის ნაწილი) ნასესხები ერთი რომელიმე სამეჯლისო ან საბალეტო ცეკვიდან, რომელსაც იყენებენ ქორეოგრაფიულ სკოლაში, სასწავლო-სავარჯიშო მუშაობისას.