ტენზომეტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტენზომეტრი (ლათ. tensus დაძაბული, დაჭიმული და ბერძ. métron გაზომვა) – დეფორმაციების გასაზომი ხელსაწყო. არსებობს მექანიკური და ელექტრონული. გამოიყენება ძირითადად დრეკადი მასალების სიმტკიცის მახასიათებლების განსაზღვრისათვის, აგრეთვე რთულ პირობებში სტატიკური და დინამიკური დეფორმაციების გასაზომად.