ტენზორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტენზორი − გეომეტრიული ობიექტი, რომელიც n-განზომილებიანი სივრცის ყოველ დასაშვებ კოორდინატთა სისტემაში განისაზღვრება nr კომპონენტის ერთობლიობით, სადაც r- ტენზორის ვალენტობაა; ეს კომპონენტები დამოკიდებული არიან r ინდექსზე, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იღებენ 1,2,...,n მნიშვნელობებს. კოორდინატთა სისტემის გარდაქმნისას ტენზორის კომპონენტები იცვლებიან წრფივი კანონით, რომელიც განისაზღვრება კოორდინატთა გარდაქმნით და ტენზორის ტიპით.

როგორც მათემატიკური ტერმინი სიტყვა „ტენზორი“ გაჩნდა XIX ს-ს შუა წლებში; იგი მათემატიკაში პირველად შემოიღო ჰამილტონმა – ასე უწოდებდა ვექტორის სიგრძეს. ტერმინი „ტენზორი“ უპირატესად თანამედროვე ტენზორულ აღრიცხვაში გავრცელდა. აქ ტენზორს უწოდებენ განსაკუთრებული სახის სიდიდეებს, რომლებიც განსაკუთრებული კანონებით გარდაიქმნებიან.

1900 წელს ასეთივე ტერმინი გაჩნდა დრეკადობის თეორიაში, სადაც ფოგტმა ასე უწოდა კოეფიციენტების სისტემას, რომელიც განსაზღვრავს დეფორმაციას გაჭიმვისას (ლათინური tendo ნიშნავს ნიშნავს „დაჭიმვას“, „გაჭიმვას“). მექანიკაში, უმეტესად კი დრეკადობის თეორიაში, ტერმინი „ტენზორი“ ფართოდ გამოიყენება სიმეტრიული აფინორის სინონიმად, ე.ი. იმ წრფივი Φ ოპერატორის სინონიმად, რომელიც Ten001.png ვექტორს გარდაქმნის ΦTen001.png ვექტორად და რომელიც იმ აზრითაა სიმეტრიული, რომ Ten001.png და Ten005.png ვექტორების გადანაცვლებით სკალარული ნამრავლი Ten005.png ΦTen001.png არ იცვლება. აქ ტერმინი „ტენზორი“ თავიდან დაკავშირებული იყო დრეკადი დეფორმაციის შედეგად წარმოშობილ მცირე დაჭიმვებსა და შეკუმშვებთან, შემდეგ კი მექანიკის სხვა დარგებშიც გავრცელდა. ასე გაჩნდა „დეფორმაციის ტენზორი“, „დაძაბულობის ტენზორი“, „ინერციის ტენზორი“ და სხვ.

დრეკადობის თეორიიდან ეს ტერმინი („ტენზორი“) გადმოიღეს ტენზორული აღრიცხვის შემქმნელებმა რიჩიმ და ლევი-ჩივიტამ (1901). რიჩი იხილავდა ფუნქციას, რომლის წარმოებული წარმოადგენდა ინვარიანტულ გამოსახულებას. რიჩიმ მათ უწოდა „აბსოლუტური სიდიდეები“, ხოლო მის მიერ განვითარებულ აღრიცხვას – „აბსოლუტური აღრიცხვა“ მალე ეს სახელწოდება სხოუტენმა შეცვალა უფრო მიზანშეწონილი სახელით – „პირდაპირი აღრიცხვა“, ხოლო შემდგომში მას უწოდეს „ტენზორული აღრიცხვა“ ტერმინი „ტენზორი“ მისი თანამედროვე მნიშვნელობით მათემატიკაში შემოიღო ა. აინშტაინმა (1916).



წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები