ტენიარინქოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტენიარინქოზი – (taeniarhynchosis; გვარის დასახელება Taeniarhynchus + ბერძნ. osis დაავადება), ადამიანის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ცესტოდა – Taeniarhynchus saginatus პარაზიტობს ადამიანის წვრილ ნაწლავებში. მისი ლარვული ფორმა – Cysticercus bovis ლოკალიზებს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ჩონჩხის მუსკულატურის კუნთებშუა შემაერთებელ ქსოვილში, გულში, ენასა და იშვიათად, პარენქიმულ ორგანოებში. იწვევს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის ცისტიცერკოზს (ფინოზს). ადამიანი ავადდება ცისტიცრკებით დაინვაზიებული ძროხეულის ხორცის შეჭმისას, ხოლო ცისტიცერკებით ძროხეულის დაინვაზიება ხდება ადამიანის მიერ ექსკრემენტებთან ერთად გამოყოფილი ტენიარინქუსების პროგლოტიდებით ან კვერცხებით დაინვაზიებული ბალახის ძოვისას.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები