ტენიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტენიოზი – (taeniosis; ლათ. taenia ლენტი + ბერძნ. osis დაავადება), ადამიანისა და ხორცისმჭამელი ცხოველების ცესტოდოზური დაავადება. აღმძვრელები, რომლებიც წვრილ ნაწლავებში პარაზიტობენ, Taenia-ს გვარს მიეკუთვნებიან.
ძაღლის პარაზიტებია: Taenia hydatigena, T.ovis, T.pisiformis და სხვები, რომლებიც გავრცელებულია ყველგან.
სიმპტომები: ნაწლავის მოტორული და სეკრეტორული ფუნქციის მოშლა, პირღებინება, სიდამხდრე, ანემია.