ტენის გაცემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტენის გაცემა – მასალის თვისება დაკარგოს მასში არსებული ტენი. მის რიცხვით მახასიათებელს წარმოადგენს ნიმუშიდან აორთქლებული წყლის რაოდენობა (%) ერთი დღე-ღამის განმავლობაში 20°С ტემპერატურისა და ჰაერის 60%-იანი ფარდობითი ტენიანობის პირობებში. ტენის გაცემა მხედველობაში მიიღება, მაგ., ბეტონის გამყარებისას, კირის დუღაბით შებათქაშებული კედლის შრობისას. პირველ შემთხვევაში სასურველია შენელებული, ხოლო მეორე შემთხვევაში – ტენის სწრაფი გაცემა.