ტერიტორიის რემილიტარიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერიტორიის რემილიტარიზაციასახელმწიფოს მიერ სამხედრო ნაგებობების აღდგენა, შეიარაღებული ძალების დისლოკაცია, სხვა სამხედრო თუ სამხედრო-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელება დემილიტარიზებულ რაიონში. რემილიტარიზაციას, ჩვეულებრივ, თან სდევს სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების შემზღუდველ მუხლებზე უარის თქმა, რომლებიც ადგენს დემილიტარიზებული ზონების სტატუსს, და შიდა კანონმდებლობის შესაბამისი დებულებების დარღვევა. მაგ.,ფაშისტური გერმანიის მიერ 7.III. 1936 განხორციელებული დემილიტარიზებული რაიონის ოლქის რემილიტარიზაციით დაირღვა ვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919) და ლოკარნოს ხელშეკრულებები (1925).


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები