ტერიტორიულ-პოლიციური სისტემა (შეიარაღებული ძალების მოწყობის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერიტორიულ-პოლიციური სისტემა (შეიარაღებული ძალების მოწყობის) - სისტემა, რომელიც ეფუძნება სამხედრო ნაწილების და შენაერთების შენახვას მშვიდობიანობის დროს მინიმალურად საჭირო რაოდენობის კადრის სამხედრო მოსამსახურეებით (უმთავრესად, სამეთაურო შემადგენლობის). ასევე ამ შენაერთებსა და ნაწილებს მიწერილი ცვლადი შემადგენლობის სწავლებას.

ტერიტორიულ-პოლიციური სისტემის დროს რიგით და უმცროს მეთაურთა (სერჟანტთა) შემადგენლობის სამხედრო ვალდებულები (რეზერვისტები) იმყოფებიან სამხედრო აღრიცხვაზე. მათი მომზადება ხდება ხანმოკლე სასწავლო შეკრებებზე ტერიტორიულ- პოლიციურ ფორმირებებში, რომლებიც კომპლექტდებიან ტერიტორიული (დისლოკაციის ადგილების მახლობლად ცხოვრების) პრინციპით. ასეთ დროს გამოყენებული ჯარების დაკომპლექტების სისტემას ზოგჯერ პოლიციურს უწოდებენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები