ტეტრამეროზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტეტრამეროზი − (tetramerosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Tetrameres + ბერძn. osis დაავადება), ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Tetrameres fissispina პარაზიტობს იხვის, ბატის, მტრედის, გარეული ფრინველების ჯირკვლოვან კუჭში. გავრცელებულია ყველგან. ამთვისებელია 1,5 თვის ასაკის მოზარდეული.
სიმპტომები: მადის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე, სიგამხდრე, ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა, ფაღარათი ან ყაბზობა.