ტექნიკური აღჭურვილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტექნიკური აღჭურვილობა – წარმოების იარაღებისა და საშუალებების დანამატი ძირითად ტექნოლოგიურ მოწყობილობაზე, რომელიც განკუთვნილია ტექნოლოგიური პროცესის გარკვეული ნაწილის შესასრულებლად. ესენია: მჭრელი იარაღები, სამარჯვები, დეტალების ტრანსპორტირებისა და საამწყობო ოპერაციების საშუალებები, თვითმავალი და სტაციონალური ამწეები, ინვენტალური ხარაჩოები, გამზომი ხელსაწყოები და სხვა.