ტექნიკური დაფარვა (მიმოსვლის გზების)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტექნიკური დაფარვა (მიმოსვლის გზების) - ღონისძიებების კომპლექსი, მიმართული გზების დაზიანების ან დანგრევის შემთხვევაში მათი აღდგენის უზრუნველსაყოფად; სატრანსპორტო უზრუნველყოფის ერთ-ერთი ელემენტი.

ტექნიკური დაფარვას ექვემდებარება სარკინიგზო და საავტომობილო კვანძები, ხიდური გადასასვლელები, გვირაბები, საზღვაო და სამდინარო პორტები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები შიდა წყალსანაოსნო გზებზე, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ბაზირების აეროდრომები, საველე მაგისტრალური და სტაციონარული მილსადენების ხაზები.

ტექნიკური დაფარვის ძირითად ღონისძიებებს განეკუთვნება:

  • მოწინააღმდეგის მხრიდან ყველაზე მოსალოდნელი თავდასხმის ობიექტების განსაზღვრა და ტექნიკური დაფარვის უზრუნველყოფის ძალებსა და საშუალებებზე სავარაუდო მოთხოვნილების პროგნოზირება;
  • ძალების განაწილება და სარემონტო-აღდგენითი მასალების და კონსტრუქციების მარაგის შექმნა ტექნიკური დაფარვის ობიექტების მახლობლად;
  • ობიექტების ტექნიკური დაზვერვა;
  • სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების წარმოება; ამ სამუშაოების შემსრულებელი ქვედანაყოფების დაცვის ორგანიზაცია.

ხორციელდება შესაბამისი სამინისტროების და უწყებების ძალებით და საშუალებებით

რკინიგზაზე – სარკინიგზოჯარებით;
სამხედრო-საავტომობილო გზებზე - საგზაო ჯარებით;
სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სამხედრო აეროდრომებზე - საინჟინრო-სააეროდრომო და საავიაციო-ტექნიკური ნაწილების ძალებით;
საველე მაგისტრალურ მილსადენებზე - სამილსადენო ქვედანაყოფების ძალებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები