ტექნიკური რესურსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტექნიკური რესურსი - სამხედრო ტექნიკის ჯამური ნამუშევარი საკონსტრუქტორო დოკუმენტაციით დადგენილ ზღვრულ მდგომარეობამდე. გამოისახება საათებში ან კილომეტრებში (მაგალითად, მოტორესურსი), გასროლების რაოდენობით (ცეცხლსასროლი იარაღის სიცოცხლისუნარიანობა), ჩართვების რაოდენობით და სხვა. ტექნიკის ზღვრული მდგომარეობა განისაზღვრება მისი ეფექტურობის შემცირებით დასაშვებზე დაბლა, უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებით მისი ტექნიკური მდგომარეობის მიუხედავად (დანიშნული ტექნიკური რესურსი.).

აღსადგენი ტექნიკისთვის სრული ტექნიკური რესურსი განისაზღვრება რემონტამდე, რემონტთაშორისი და რემონტის შემდგომი ტექნიკური რესურსის ჯამით. სრული ტექნიკური რესურსის ფარგლებში განისაზღვრება საგარანტიო რესურსი - ტექნიკის ნამუშევარი, რომლის დასრულებამდე დამამზადებელი უზრუნველყოფს მის რემონტს, ტექნიკის ექსპლუატაციის წესების დაცვის შემთხვევაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები