ტეშენიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტეშენიტი (ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ყოფილი ქალაქის, Teschen-ის (გერმ.) მიხედვით) – ანალციმური გაბრო; სიღრმისეული ქანი, წითელი ფერის მოსაპირკეთებელი ქვა. მოიპოვება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სოფელ კურსებში. იქვე მუშაობს მოსაპირკეთებელი ფილების დამამზადებელი ქარხანა.