ტეშინე ანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანდრე ტეშინე – ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტი, კინოკრიტიკოსი, (დაიბადა 1943 წლის 13 მარტს ვალანს-დ’აჟენში, საფრანგეთი).
19 წლისა პარიზში გაემგზავრა. საკუთარი თავი კინემატოგრაფიისთვის რომ მიეძღვნა. გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ ჩაჰიერს დუ ჩინემა-ში, რომელშიც სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ ფრანგული „ახალი ტალღის” რეჟისორები. ასწავლიდა კინოგანათლების უმაღლეს სკოლაში (IDHEC). მუშაობდა ასისტენტად ჟაკ რივეტთან. მისი როგორც რეჟისორის დებიუტი კინოში შედგა 1969 წელს ფილმით „პოლინა მიდის”.
ანდრე ტეშინე ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ითვლება წამყვან ევროპელ რეჟისორად, რეგულარულად ნომინირებს პრემია „სეზარზე”. ითვლება „ახალი ტალღისა” და ფრანგული ზნეობრივი ფსიქოლოგიური რომანის ტრადიციების მიმდევრად.
ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1969 – „პოლინა მიდის”
- 1976 – „ბაროკო”
- 1979 – „დები ბრონტე”
- 1981 – „სასტუმრო „ამერიკა”
- 1985 – „პაემანი” (კანის სკფ, პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის)
- 1993 – „ჩემი საყვარელი წლის დრო”
- 1994 – „ველური ლერწამი” (პრემია „სეზარი” – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი)
- 1998 – „ალისა და მარტენი”
- 2001 – „შორს”
- 2003 – „გზას აცდენილები”
- 2007 – „მოწმეები”
- 2011 – „დაუმთავრებელი რომანი”
- 2016 – „როდესაც 16 წლის ხარ”
- 2017 – „ჩვენი შეშლილი წლები”
და სხვ.