ტვირთაშვილი ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტვირთაშვილი ლევან – (1926 – 1975), სახალხო მთქმელი. ლევან ტვირთაშვილი, რომელსაც თანასოფლელები ტყიურას სახელით უფრო იცნობდნენ და ახსენებდნენ, ლაფანყურის მკვიდრი იყო. მისი მშობლები ივრის ხეობიდან, სოფელ არტანიდან ჩამოსახლებულან წინა საუკუნის ათიან წლებში. ლევანი მათი მეორე შვილი იყო. ის დაიბადა ლაფანყურში. დაამთავრა სამკლასიანი სკოლა და დაიწყო შრომითი საქმიანობა კოლმეურნეობაში, ჯერ მწყემსად შემდეგ კი სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდა. იყო შესანიშნავი სახალხო მთქმელი. თავის ლექსებში იგი, როგორც წესი, ჰკიცხავდა და დასცინოდა ხალხის საუკეთესო ადათ-წესების დამრღვევთ და ყოველდღიურ მახინჯ მოვლენებს, არ ინდობდა სხვებს და საკუთარ თავსაც კი, მაგრამ ყველაფერ ამას საოცრად თბილი და ტკბილი სიტყვებით აკეთებდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ლევან ტვირთაშვილი ავადმყოფობდა. დაკრძალულია ლაფანყურში. მისი ლექსები 1991 წელს დაიბეჭდა იოსებ მთიბელაშვილის წიგნში „ლაფანყურელი მოლექსეები“


* * *
რად შამარცხვინე, ძმისწულო,
გემდური ბიძაშენია.
ბილიკზე დაგითესავის
მეშოკის პირით ქერია,
უძრავზე გადაგიყრავის,
დავწვი ტექნიკა შენია.
ტყუილად გიმუშავებავ
ეგ უბარაქო ხელია.
თოვლ გაშრა,ქვიშა გამოჩნდა,
ერევა სამარგელია.
პირ უჩან ცოტა-მატასა,
ბევრი გაქვ განაცდენია.
მალე მეველეს ეცადე,
დაგილეინებს მტერია.
მკოცნავსაც გამოგაყოლებს,
თუ გექნა მოსამკელია.
ძნის მგებლად ბებერს გიშოვნი.
გამოცდილებით ძველია.
ამაზე მეტად ბიძამა
როგორ შაგიწყოს ხელია.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები