ტიაპკინი ვასილ
ვასილ ტიპკინი – (დაბადებისა და გარდაცვალების წლები უცნობია), რუსი დიპლომატი.
1664 გაგზავნილ იქნა საგანგებო დავალებით პოლონეთში,
1686 – გაგზავნილ იქნა თურქეთში.
1668 აწარმოებდა მოლაპარაკებას მარჯვენა ნაპირის უკრაინის ჰეტმანთან.
1673-77 იმყოფებოდა ვარშავაში. ფაქტობრივად წარმოადგენდა პირველ რუს რეზიდენტს უცხოეთში. იყო თურქეთის წინააღმდეგ აქტიურად გამოსვლის მომხრე. ბრანდენბურგის კურფიურსტთან ბრძოლაში შვედეთის დამარცხების შემდეგ მოითხოვდა ბალტიისპირეთისათვის ბრძოლის დაწყებას.
1677 წლის ზაფხულში გაგზავნილ იქნა უკრაინაში სათათბიროდ იმ საკითხთან დაკავშირებით. რომ თურქებმა და ყირიმის ხანმა ალყა შემოარტყეს ჩიგირინს.
1680 ხელმძღვანელობდა სამშვიდობო დელეგაციას ყირიმის სახანოში.
1681 ხელი მოაწერა ბახჩისარაის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თურქეთმა ცნო რუსეთის მიერ კიევისა და მარცხენა ნაპირის უკრაინის შემოერთება.