ტიბერიუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიბერიუსი

ტიბერიუსი – (ლათ. Tiberius Iulius Caesar Augustus; დაბადებისას ტიბერიუს კლავდიუს ნერონი, ლათ. Tiberius Claudius Nero, დ. ძვ.წ. 42 წლის 16 ნოემბერი — გ. ძვ.წ. 37 წლის 16 მარტი), რომის იმპერატორი 14-37, ავგუსტუსის გერი. იშვილა 4 წელს და გამოაცხადა მემკვიდრედ.

ტიბერიუსი იმპერატორად გახდომამდე ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ქვეყნის მართვა-გამგეობაში, მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. ანტიკური წყაროების დახასიათებით იყო ეჭვიანი და ორპირი. მმართველობის პირველ წლებში სენატთან შეთანხმებით მოქმედებდა, მაგრამ მალე გამოავლინა ერთპიროვნული მისწრაფებანი, უფლებები გაუფართოვა პრეტორიანელებს, ცდილობდა საგადასახადო სისტემის მოწესრიგებას პროვინციებში. ფინანსური კრიზისის დასაძლევად შეამცირა საზოგადოებრივი მშენებლობანი და სანახაობანი. ატარებდა ფრთხილ საგარეო პოლიტიკას. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სადავო საკითხების დიპლომატიური გზებით გადაჭრას. განსაკუთრებით გამოვლინდა მისი ეს თვისებები პართიასთან ურთიერთობაში, იგი აგრძელებდა რომაულ დიპლომატიაში დამკვიდრებულ არმენიის ბუფერული სამეფოს ცნობის პოლიტიკას, რომ აღმოსავლეთის პროვინციებს პართიასთან უშუალო შეხება არ ჰქონდათ. წყაროების მიხედვით, კარგადაა ცნობილი ტიბერიუსის ურთიერთობა იბერიის მეფე მითრიდატე I-თან, ამ ურთიერთობის შედეგი იყო არმენიის ტახტზე იბერი უფლისწულის მითრიდატეს გამეფება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები