ტიკი (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიკი - (tic), უეცრად დაწყებული და თავისი არსით უაზრო, უნებლიე, სწრაფი და განმეორებითი არარითმული მოძრაობები (ჩვეულებრივ, კუნთების ცალკეული ჯგუფების უნებლიე მოძრაობები) ან ბგერების წარმოთქმა.

ზოგადად ტიკი აღქმულია, როგორც დაუძლეველი, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, რაღაც დროით მათი დათრგუნვა შესაძლებელია, სტრესის დროს ტიკი მძაფრდება, ძილის დროს კი ქრება. ყველაზე გავრცეებულია მარტივი მოძრაობითი (მოტორული) ტიკები, რომლებშიც ითვლება: ხამხამი, კისრის მოძრაობები, მხრების აჩეჩვა, სახის მანჭვა.

გავრცელებულია მარტივი ხმოვანი (ვოკალური) ტიკები: ხველა, ჩახველება, სტვენა, ფრუტუნი.

ხშირად გვხვდება რთული მოტირული ტიკები: ვინმესთვის დარტყმა, ხტუნვა, კაკუნი.

რთული ხმოვანი ტიკებია: გარკვეული სიტყვების – განმეორება, ზოგჯერ სოციალურად მიუღებელი (ხშირად შეურაცხმყოფელი) სიტყვების ხმარება (კოპროლალია) ან თავისივე ბგერების ან სიტყვების განმეორება (პალილალია). (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ტიკები უფრო ხშირად გვხვდება ბავშვობაში და, იშვიათად, მოზრდილ ასაკში. მცირე რაოდენობის შემთხვევები იწყება 40 წლის შემდეგ. ტიკების აღმოცენების პიკი 7 წლის ასაკზე მოდის და ხშირად ემოციურ განცდებთანაა დაკავშირებული. უფრო მეტად ბიჭებს ახასიათებთ. უმრავლესობას სახის ერთი და იგივე მოძრაობები აღენიშნება. იშვიათად ორზე მეტი განსხვავებული შეტევაა დამახასიათებელი (მრავლობითი ტიკი). ისევე, როგორც სხვა უნებლიე მოძრაობები, ტიკებიც შფოთვისას უარესდება. მათი გაკონტროლება შესაძლებელია მცირე დროის მანძილზე, მაგრამ ეს უსიამოვნო დაძაბულობის შეგრძნებას იწვევს. ტიკების უმრავლესობა რამდენიმე კვირაში ქრება. მათი 80-90% გაივლის 5 წლის განმავლობაში. ბავშვებში ტიკების არსებობა შეიძლება რამდენიმე ფსიქიკურ პრობლემასთან იყოს ასოცირებული. მათ შორისაა ობსესიურ-კომპულსური აშლილობა, ყურადღების დეფიციტითა და ჰიპერაქტივობით მიმდინარე აშლილობა და შფოთვითი აშლილობები (Kurlan et al., 2002)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები