ტიპური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიპური – ობიექტური სამყაროს კონკრეტული სისტემისათვის ყველაზე უფრო დასაშვები, ადვილად დასაჯერებელი, სანიმუშო მოვლენა. ამ გაგებით საუბრობენ სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ადამიანების შესახებ, იდეებისა და ცალკეული შემთხვევების შესახებ. გარკვეულ პრობლემას ქმნის ტიპურისა და ინდივიდუალურის ურთიერთმიმართების საკითხი. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ინდივიდუალური არის მხატვრის მიერ შექმნილი ხასიათის ფორმა, ხოლო ტიპური კი – მისი არსი.

ზოგიერთი შეხედულების მიხედვით, ტიპურად იწოდება პირობითი პერსონაჟი, რომელსაც მაყურებელი მაშინვე გამოიცნობს (მაგ. დიდსულოვანი ყაჩაღი, კეთილი კახპა, მშიშარა ფანფარონი, კომედია დელ’არტეს პერსონაჟები და ა.შ.), მაგრამ ესენი არიან არა ტიპური გმირები, არამედ სტერეოტიპები (ბერძნ. stereos – მყარი).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები