ტირძნისის დედაღვთისას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტირძნისის დედაღვთისას ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისის განაპირა მხარეს, ჩრდილო-აღმოსავლეთით, დემურაანთ უბანში, სასაფლაოზე. აშენებულია 1872 წელს.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9,3X5,9 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები, სარკმლის საპირეები და სამსაფეხურიანი ლავგარდანი აგურისაა. დაზიანებულია ლავგარდანი და სახურავი. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე განიერი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ორ-ორი სარკმელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია. სარკმლები შიგნიდან თაღოვანია, გარედან შეისრულთაღოვანი და ტიმპანიანი. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. დასავლეთ ფასადის ქვეშ ჩაღრმავებული ჯვარია, რომლის ქვემოთ ოთხკუთხა ნიშია. ასეთივე სამი ჯვარი სიმეტრიულად განლაგებულია სამხრეთ ფასადზეც. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ღარიანი კრამიტით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები