ტირძნისის ციხე-გალავანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტირძნისის ციხე-გალავანი - კომპლრქსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისის ცენტრში, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, ვაკეზე. თარიღდება XVIII საუკუნის II ნახევრით.

კომპლრქსში შემავალი ნაგებიბებია: ციხე-გალავანი, კოშკები, ეკლესია, სამრეკლო და კარიბჭე. სამრეკლოს დასავლეთ კედელზე წარწერის თანახმად ეკლესია და სამრეკლო ერთად 1830 წელს აუგია დავით სულხანოვს (სულხანიშვილს).

აღწერილობა

ციხე-გალავანი გეგმით კვადრატულია (30X30 მ), ნაგებია რიყის ქვით. გალავნის კუთხეებში რამდენიმე ცილინდრული კოშკი მდგარა. ორი მათგანი ადრეა დანგრეული, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარი XX-ის 40-იან წლებში დაინგრა. შედარებით უკეთ არის შემონახული ჩრდილო-დასავლეთის კოშკი. იგი ორსართულიანია, საბრძოლობანიანი. ორივე სართულს ცალკე შესასვლელი აქვს ეზოდან. პირველი სართულის კედლებში რამდენიმე, კვეთით ზევით მიმართული სარკმელია. მეორე სართულის კედლებში, სარკმლების გარდა, ცალმაგი და ორმაგი სათოფურებიცაა. სართულები გადახურულია გუმბათოვანი კამარით.

ციხე-გალავნის კედლები ორიარუსიანია (სიმ. 5-6 მ). ქვედა იარუსი ყრუა. ზედაზე ხის საბრძოლო ბილიკი და სათოფურები იყო.

გალავნის შიგნით დგას რიყის ქვით და აგურით ნაგები დარბაზული ეკლესია (10X8 მ). ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით და სამხრეთით, სარკმლები - აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. დარბაზი გადახურულია კამარით. აღმოსავლეთის ფასადზე აგურის დიდი ჯვარია გამოსახული. სახურავი ორფერდაა, გადახურულია თუნუქით. შენობაზე სამხრეთით კარიბჭეა მიშენებული. კარიბჭის სარკმელს წვრილი ლილვი აქვს შემოვლებული.

ეკლესიაზე დასავლეთით მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო. მისი პირველი სართული კარიბჭეა, მეორე - ზარების ჩამოსაკიდი ფანჩატური.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები