ტიტანი (ლითონი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტიტანი (ლითონი) - (ლათ. titanium < ბერძ. titanos ტიტანი) – დაბალი სიმკვრივის (4500 კგ/მ3) და დიდი სიმტკიცის (700-1200 მპა) კოროზიამედეგი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის მსუბუქი ლითონი. მაღალი ღირებულებისა და დეფიციტურობის გამო ტიტანი (ძირითადად ტიტანის შენადნობები) მშენებლობაში გამოიყენება მხოლოდ უნიკალური ნაგებობებისათვის.