ტიტიოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან

აპოლონი, ტიტიოსი და გეა.
კილიქსის ფერწერა (დაახ. ძვ.წ. 450 წ.), მიუნჰენი, ანტიკური ხელოვნების მუზეუმი
კილიქსის ფერწერა (დაახ. ძვ.წ. 450 წ.), მიუნჰენი, ანტიკური ხელოვნების მუზეუმი
ტიტიოსი – (ბერძნ.)
1. ბუმბერაზი, ზევსისა და ელარეს ძე (ჰომეროსის მიხედვით, გეას ვაჟი).
ტიტიოსი დაიბადა მიწისქვეშეთში, იქ სადაც ზევსმა გადამალა ელარე, ჰერას რომ ზედმეტად არ ეეჭვიანა. დაბადებისთანავე სდევნიდა ჰერა ზევსის უკანონო ვაჟს, რომელსაც მშვენიერი ლეტოს სიყვარული შთააგონა. ერთხელ ტიტიოსი დელფოსკენ მიმავალ ლეტოს დაედევნა და, ალბათ, შეურაცხყოფდა კიდეც, ზევსს რომ არ დაემეხა.
მითოსის სხვა ვერსიით, ტიტიოსი ლეტოს შვილებმა, აპოლონმა და არტემისმა განგმირეს. „ოდისეა“ გვამცნობს, რომ ჰადესში მიწად გაშხლართულ ამ ბუმბერაზს ორი ძერა გამუდმებით უკორტნიდა ღვიძლს.
ტიტიოსის კულტი არსებულა კუნძულ ევბეაზე.
2. ერთ-ერთი გიგანტი, რომელიც გიგანტომაქიაში მონაწილეობდა. პერგამოსის ტაძრის დიდ ფრიზზე ეს გიგანტი გამოსახულია მოკლე ფრთებით, კუდითა და კლანჭებით.