ტიულკების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი და კასპიის ზღვის ტიულკა

ტიულკების გვარი – Clupeonella Kessler, 1877

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ქაშაყისნაირნი
ოჯახი: ქაშაყისებრნი
გვარი ტიულკები

თევზების გვარი ქაშაყისებრთა ოჯახისა. მუცელი გვერდებიდან შებრტყელებულია და ყელიდან დაწყებული ანალურ ხვრელამდე ნათლად გამოხატული მძლავრი ქიცვისებური ქერცლაკებით აქვს დაფარული, რომლებიც კვალში არ არიან მოთავსებული. მათი რიცხვი 24-31-მდე აღწევს. მუცლის ფარფლები დაახლოებით ზურგის ფარფლის წინა ნაწილის ერთი მესამედის ქვემოთ მოდის. ანალური ფარფლის ორი უკანასკნელი სხივი წაგრძელებულია. კუდის ფარფლის ფუძესთან წაგრძელებული ქერცლები არა აქვს. სახსნისზე კბილები არ გააჩნია და საერთოდ, პირი კბილებს მოკლებულია. ყბებშორის ძვალზე ნაჭდევი არა აქვს. ლავიწის ვერტიკალურ უბანზე, რომელიც ლაყუჩის ღრუსკენაა მიქცეული, გამონაშვერი არა აქვს. პირი ზემოთაა მიმართული, ქვედა ყბა წინაა წამოწეული. პირის ღრუ პატარაა. ზედა ყბის ძვალი მხოლოდ თვალის ვერტიკალის წინა კიდემდე აღწევს და ქვედა ყბის ქალასთან შესახსრების ვერტიკალს ოდნავ სცილდება. ქუთუთოები არა აქვს, ან ჩანასახოვანია. საკუთრივ ლაყუჩის სახურავ ძვალზე რადიალურად განლაგებული ზოლები არ მოეპოვება, ლაყუჩის ჩხირები 38-49-ია საკვერცხეები ვარდისფერი ან მოვარდისფრო- იისფერია, ქვირითი პელაგურია, მეტად დიდი ცხიმოვანი წვეთებითაა აღჭურვილი და აქვს ყვითრის მახლობელი დიდი სივრცე· სხეულს გვერდებზე ხალები (ლაქები) არა აქვს. ზრდასრული ინდივიდების სიგრძე 17 სმ-მდე აღწევს.

გავრცელება

გავრცელებულია შავ და კასპიის ზღვებში. სულ ცნობილია ოთხი ხუთი სახეობა. ზღვებიდან ქვირითობისათვის ისინი მდინარეების სათავეებში შემოდიან, დანარჩენები მუდამ მტკნარ წყალში ცხოვრობენ, სხვები ქვირითს ზღვაში ყრიან და მდინარეებში არ შემოდიან. ზამთარში, კასპიის ზღვაში 300 მ სიღრმეზე ამ გვარიდან ერთი სახეობის ლარვები იქნა მოპოვებული. ამ გვარიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა.

წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები