ტიურენი ანრი დე ლა ტურ დ’ოვერნი, ვიკონტი დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიურენი ანრი დე ლა ტურ დ’ოვერნი, საფრანგეთის მარშალი

ტიურენი ანრი დე ლა ტურ დ’ოვერნი, ვიკონტი დე - (Turenne) (1611–75), საფრანგეთის მარშალი (1660). წარმატებით სარდლობდა საფრანგეთის ჯარებს ოცდაათწლიან ომში (1618–48), დევოლუციურ ომში (1667–68), ჰოლანდიის წინააღმდეგ ომში (1672–78).

ტიურენი თავისი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი იყო. კარგად ფლობდა მანევრის ხელოვნებას და ერთმანეთს უფარდებდა მანევრსა და გადამწყვეტ ბრძოლას. ტაქტიკის სფეროში მან უარი თქვა ფრონტზე ძალების თანაბრად განაწილების პრინციპზე, რაც იმ დროს მიღებული იყო, და, როგორც წესი, აძლიერებდა ერთ-ერთ ფრთას. დაიღუპა მოწინააღმდეგის პოზიციების რეკოგნოსცირების დროს. ტიურენის სამხედრო ხელოვნებას მაღალ შეფასებას აძლევდა ნაპოლეონ ბონაპარტი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები