ტიქე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტიქე – (ბერძნ.) შემთხვევითობისა და ბედის ქალღმერთი. ოკეანოსისა და ტეთისის ქალიშვილი (სხვა ვერსიით, ზევსის ასული). რომაულ მითოსში მისი თანაგვარია ფორტუნა.
ტიქე, ბერძენთა რწმენით, სამყაროს ცვალებადობასა და არამდგრადობას განასახიერებდა. მისმა კულტმა ელინისტური ეპოქიდან დაიმკვიდრა თავისი ადგილი ოლიმპიურ პანთეონში.
ტიქეს წარმოსახავდნენ ახალგაზრდა ქალბატონად, სფეროთი ან ბორბლით. ზოგჯერ მას ხელთ ეპყრა ხომალდის საჭე ან სიუხვის რქა.