ტოდაროს მოდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოდაროს მოდელი - (Todaro model), განვითარებად ქვეყნებში შიდა მიგრაციის ზრდის მიზეზებისადა მისი დაძლევის ეკონომიკური მოდელი. ატარებს ამერიკელი ეკონომისტის მაიკლ ტოდაროს სახელს. მოდელი ხსნის თუ რატომაა მიგრაციის მაღალი ტემპი სოფლიდან ქალაქში განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში.

ამის მთავარი მიზეზი კი, მოსალოდნელი სხვაობაა რეალურ შემოსავალში სოფელსა და ქალაქს შორის.: პოტენციური მიგრანტი თავისი კვალიფიკაციის შესაბამის შესაძლო შემოსავალს ქალაქად უდარებს იმ შემოსავალს, რომელსაც იღებს ან მიიღებდა სოფლად. მათ შორის სხვაობა მისი გადაწყვეტილების საფუძველია – დატოვოს სოფელი და წავიდეს ქალაქად სამუშაოს შოვნის იმედით. ასეთი გადაწყვეტილება გრძელვადიან პერიოდში შეიძლება იყოს რაციონალური, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში სარისკოა. მიგრანტებმა შეიძლება იშოვონ სამუშაო მოსალოდნელზე დაბალი ანაზღაურებით და ისიც არაფორმალურ სექტორში.

თუ ქვეყნის ხელისუფლება ხელს შეუწყობს მრეწველობის განვითარებას, ბუნებრივია, ქალაქად გაიზრდება დასაქმება, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს სოფლიდან ქალაქში მიგრაციის ზრდას. ამის შედეგად უმუშევრობაც გაიზრდება, რის გამოც საგრძნობლად შემცირდება მიგრაცია. პრობლემის გადაჭრის გრძელვადიანი ღონისძიებაა ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია როგორც ქალაქად, ისე სოფლად, რაც მათი მოსახლეობის რეალურ შემოსავლებში არსებული განსხვავების შემცირების საფუძველია.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები