ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობა იმერეთში 1650-52

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობა იმერეთში 1650-52რუსეთის სახელმწიფოს ელჩობა იმერეთის სამეფოში. ელჩობაში შედიოდნენ სტოლნიკი ნიკიფორე მათეს ძე ტოლოჩანოვი, დიაკი ალექსი ივანეს ძე იევლევი და თარჯიმანი ბოიარჩიკოვი.

ელჩები მოსკოვიდან 1650 წლის 9 ივნისს გამოემგზავრნენ და 1651 წლის ივნისში ქუთაისში ჩავიდნენ. ელჩებმა მოლაპარაკება გამართეს იმერეთის მეფე ალექსანდრე III-თან. 14 სექტემბერს მეფემ ხელი მოაწერა რუსეთის ხელმწიფის ერთგულების ფიცის წიგნს. რუსი ელჩები პარალელურად მოლაპარაკებას აწარმოებდნენ იმერეთში თავშეფარებულ კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან. ელჩებს დავალებული ჰქონდათ რუსეთში წაეყვანათ თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე ბატონიშვილი. მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. თეიმურაზი შვილიშვილის მოსკოვში წარგზავნის წინაპირობად საქართველოში რუსთა ჯარის გამოგზავნას თხოულობდა, რაზედაც რუსეთის მთავრობა არ თანხმდებოდა. 1651 წლის ოქტომბერში რუსმა ელჩებმა დატოვეს იმერეთი.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები