ტონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტონა (ფრანგ. tonne < ლათ. tunna კასრი, გერმ. Tonne) – მასის სხვადასხვა ერთეულის დასახელება. მასის მეტრული ერთეული (სისტემის გარეშე), რომელიც ერთეულთა საერთაშორისო SI სისტემაში გამოიყენება კილოგრამთან ერთად 1 ტ = 1000 კგ.
- მეტრული ტონა = 1000კგ.
- 1 ბრიტანული გრძელი ტონა = 1016,047კგ.
- 1 ბრიტანული მოკლე ტონა = 907,185კგ.
- 1 ბრიტანული სასინჯი ტონა = 29,167გ.
- 1 სარეგისტრაციო ტონა = 2,83168 მ3.