ტონი (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტონი (ბერძ.tonos, ხმის ამაღლება, ტონი, მახვილი; სიტყვასიტყვით – დაჭიმული თოკი, დაჭიმულობა, დაძაბულობა),
- გარკვეული სიმაღლის მქონე მუსიკალური ბგერა. იგი შეიძლება იყოს მოცემული სიხშირის წმინდა სინუსოიდური რხევის სახით (წმინდა ტონი), ან შეიცავდეს რამდენიმე სიხშირეს;
- ოქტავის 1/6 ინტერვალი (დიდი სეკუნდა; აგრეთვე შემცირებული ტერცია, გაორმაგებული პრიმა). იგივეა, რაც მთელი ტონი;
- საეკლესიო კილოების სისტემაში, კილოს აღმნიშვნელი ტერმინი (მაგ., I ტონი, VI ტონი, VIII ტონი) ;
- ტონალობის მოძველებული აღნიშვნა;
- გარკვეული სიმაღლის ბგერა, რომლის მეშვეობითაც ხდება ამა თუ იმ ტონალობაზე აწყობა.
- საკრავის ჟღერის ხასიათი და ხარისხი (სასიამოვნო ტონი, ხავერდოვანი ტონი, და სხვ.).