ტოპენგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოპენგი – (ონდონეზ. topeng), ნიღბების ინდონეზიური ტრადიციული თეატრი. განვითარდა ადრეულ შუა საუკუნეებში. ტოპენგი ეწოდება აგრეთვე ნიღაბს, რომელსაც ატარებენ ამ თეატრის მსახიობები (გაკეთებულია ხისგან და შეღებილია). მოქმედების დროს მსახიობს კბილებით უჭირავს ეს ნიღაბი მის უკანა კედელზე მიმაგრებული ტყავის თასმით ან ხის სახელურით. ამის გამო მსახიობს არ შეუძლია ილაპარაკოს და მოქმედებას განმარტავს წამყვანი, რომელიც ნახევარნიღაბს ატარებს. ტოპენგის სცენური სახეები სტატიკურია, ხოლო მსახიობთა თამაში პირობითი. სპექტაკლში ჩართულია ცეკვები.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები