ტოპოგრაფიული მომზადება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტოპოგრაფიული მომზადება - საბრძოლო მომზადების საგანი. ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გულისხმობს პირადი შემადგენლობისათვის ადგილმდებარეობის შესწავლა-შეფასების, ორიენტირების, ტოპოგრაფიული, ციფრული, ელექტრონული და სპეციალური რუკების, გეოდეზიური მონაცემების და ფოტოდოკუმენტების, ნავიგაციის საშუალებების გამოყენების, საველე გაზომვების წარმოების სწავლებას. იგი ხორციელდება საბრძოლო მოქმედების ორგანიზაციის, წარმოებისა და ჯარების მართვის დროს;
ტოპოგრაფიული მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობას ახორციელებს ტოპოგრაფიული სამსახური. ტოპოგრაფიული მომზადებაში მეცადინეობა წარმოებს პირადი შემადგენლობისათვის უცნობ ადგილზე დღისით და ღამით.