ტოპოგრაფიული სამსახური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოპოგრაფიული სამსახური - სამსახური, რომელიც ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში განკუთვნილია ჯარების ტოპოგეოდეზიური უზრუნველყოფისათვის.

ტოპოგრაფიული სამსახურის ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენს სამხედრო-ტოპოგრაფიული სამმართველო, რომელსაც ჰყავს ტოპოგეოდეზიური და აეროფოტოტოპოგრაფიული რაზმები, აქვს სამხედრო-კარტოგრაფიული ფაბრიკები, ბაზები და საწყობები, ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და სხვა.

სპეციალური ხაზით მას ექვემდებარება შეიარაღებული ძალების სახეობების ტოპოგრაფიული სამსახურები (სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში - დამიზნების კონტროლის და ასტრონომიულ-გეოდეზიური უზრუნველყოფის სამსახური, სამხედრო-საჰაერო ძალებში - ტოპოგეოდეზიური სამსახური, სამხედრო-საზღვაო ძალებში - ჰიდროგრაფიული სამსახური), აგრეთვე ჯარების გვარეობებისა და სამხედრო დაჯგუფებების ტოპოგრაფიული სამსახურები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები