ტოპომიმბმელი
ტოპომიმბმელი - თვლიანი ან მუხლუხა სპეციალური მანქანა სანავიგაციო აპარატურით. განკუთვნილია საცეცხლე პოზიციების, სათვალთვალო პუნქტების, საარტილერიო დაზვერვის პოსტების და მათი კოორდინატების ავტომატური დადგენისათვის; შეზ- ღუდული ხილვადობის პირობებში კოლონების მოძრაობის მარშრუტის ტოპოგრაფიულ რუკაზე დატანისათვის.
ტოპომიმბმელი შეიცავს: ჰიდროკურსმაჩვენებელს, გზის მაჩვენებელს, სათვლელ-საანგარიშო მოწყობილობა-კურსგამყვანს, ორიენტირების და შერჩეული ორიენტირების მიმართულების სადირექციო კუთხეების განმსაზღვრელ მართვის პულტს, კავშირგაბმულობის და სხვა საშუალებებს. კოორდინატების განსაზღვრის სიზუსტე - 0,15-0,6% განვლილი მანძილიდან.
ტოპომიმბმელზე შესაძლებელია დაიდგას კოსმოსური სანავიგაციო სისტემის მომხმარებლის აპარატურა, რომლის დახმარებით დამატებით განისაზღვრება წერტილების გეოდეზიური კოორდინატები, მათი აბსოლუტური სიმაღლეები და სხვა. წერტილების კოორდინატები განისაზღვრება როგორც ადგილზე, ასევე მოძრაობის დროს საშუალო ცდომილებით შესაბამისად 15-დან 25 მ-მდე.