ტორუნის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1709
ტორუნის სამოკავშირეო ხელშეკრულება 1709 – (რუსეთსა და საქსონიას შორის), ხელი მოაწერეს 9(20)-X პეტრე I-მა და საქსონიის კურფიურსტმა ავგუსტ II-მ ტორუნში (პოლონეთი).
შვედეთის განადგურებამ პოლტავასთან მკვეთრად შემოაბრუნა ჩრდილოეთის ომის მსვლელობა. რუსეთის მოკავშირეები, რომლებიც მანამდე დამარცხებას განიცდიდნენ შვედეთთან ბრძოლაში, ცდილობდნენ სასწრაფოდ ჩაბმულიყვნენ ომში, რათა გამოეყენებინათ რუსების გამარჯვებით შექმნილი კეთილსასურველი ვითარება. ტორუნის სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას წინ უძღოდა 15.VII კელნის სამოკავშირეო ხელშეკრულების (1709) ხელმოწერა საქსონიას, დანიასა და პრუსიას შორის შვედეთის წინააღმდეგ, ხოლო 26.VII(6.VII) დრეზდენში – ხელშეკრულება საქსონიის მინისტრებთან რუსეთსა და საქსონიას შორის თავდაცვითი და შეტევითი კავშირის განახლების შესახებ.
1709 წლის ოქტომბერში პეტრე I ტორუნში შეხვდა ავგუსტ II-ს მათი მოლაპარაკების შედეგად დაიდო ორი ხელშეკრულება. პირველმა აღადგინა თავდაცვითი და შეტევითი კავშირი შვედეთის წინააღმდეგ. მხარეები შეთანხმდნენ, ამ კავშირისათვის რუსეთის და დანიის, ასევე რეჩ პოსპოლიტას შემოერთებაზე. პეტრე I-მა იკისრა ხელი შეეწყო პოლონეთს ტახტზე ავგუსტ II-ის აღდგენისათვის და მისთვის დამხმარე ჯარები გამოეყო. მეორე ხელშეკრულება, რომელსაც „განსაკუთრებით საიდუმლო არტიკული“ ეწოდა, ადგენდა, რომ ომის შემდეგ ავგუსტ II მიიღებდა ლიფლანდიას, ხოლო რუსეთს სამუდამოდ გადაეცემოდა ესტლანდია. ყველა ხელშეკრულება, რომელიც მანამდე ამ ორი პროვინციის თაობაზე დაიდო, ძალადაკარგულად აღიარეს.