ტოტალიტარიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოტალიტარიზმი − დაშინებას, სისასტიკესა და იდეოლოგიურ მანიპულაციაზე დამყარებული პოლიტიკური მართვის ყოვლისმომცველი სისტემა. ტოტალიტარიზმი იმით განსხვავდება ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმისაგან, რომ „სრული ძალაუფლების“ მოპოვებას საზოგადოებრივი და ინდივიდუალური არსებობის ყოველი ასპექტის პოლიტიზირებით ცდილობს. ავტოკრატიულ და ავტორიტარულ რეჟიმებს პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიზების შედარებით უფრო ზომიერი მეთოდები ახასიათებთ, რაც ჩვეულებრივ, მასების პოლიტიკიდან გამოდევნაში გამოიხატება; ტოტალიტარიზმი კი სამოქალაქო საზოგადოების სრულ განადგურებას და ყოველივე „კერძოს“ მოსპობას გულისხმობს. ტოტალიტარულ რეჟიმებს ზოგჯერ ე.წ. „ექვსბალიანი სინდრომით“ (ფრიდრიხი და ბზეჟინსკი 1963) ახასიათებენ ხოლმე:

  • ოფიციალური იდეოლოგია;
  • ერთპარტიული სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ყოვლისშემძლე ლიდერი უდგას;
  • „დაშინების პოლიტიკის“ სისტემა;
  • მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სრული კონტროლი;
  • შეიარაღების საშუალებათა მონოპოლიზება;
  • სახელმწიფოს ზეგავლენა ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები